LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი როდსტერი წარმოადგინა (ვიდეო)

79
f75f1d5fe7f3a2b876f691b9a534eaa1573405a4

მას შემდეგ რაც ქსელში ახალი Ferrari 812 GTS-ის ფოტო გავრცელდა, იტალიურმა მწარმოებელმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა. როდსტერმა V12 ძრავი მიიღო, რომელსაც 800 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, რაც თავის კლასში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თავისი წინამორბედისგან სიახლე ძარის შეცვილი ცხვირით და სალონით განსხვავდება. სალონში სპეციალისტებმა მინები დაამატეს, რაც პირველ რიგში ძრავის ხმაურის ჩახშობას ემსახურება. თანაც, მძღოლს თუკი ატმოსფერული V12-ის მოსმენა მოესურვება, მინების ჩაწევა ერთი ღილაკით შეეძლება.

კაპოტის ქვეშ როდსტერს 800 ძალის V12 ძრავი აქვს. 100 კმ-მდე გასახურებლად სიახლეს 3 წამზე ნაკლები დრო სჭირდება, 200 კმ/სთ-ს კი ავტომობილი 8,3 წამში ავითარებს, რაც წინამორბედებზე 0,4 წამით მეტია. ოფიციალური მონაცემებით, სპორტქარის მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები