LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari 599 „ჟიგულის“ ფასად იყიდება

1397
ferrarinews191

მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი „ფერარი“ ჩინეთის ქალაქ დუნგუანში იპოვეს. ავტომობილი მშვენიერ მდგომარეობაშია და მიუხედავად ამისა, მაინც საკმაოდ იაფად – 250 დოლარად იყიდება. სუპერქარის უჩვეულო ღირებულებას აქუციონის ორგანიზატორები მისი „ბუნდოვანი“ ისტორიით ხსნიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს Ferrari ცოტა ხნის წინ ავარიაში მოხვდა, მძღოლმა ის ადგილზე მიატოვა და მიიმალა. მოგვიანებით გაირკვა რომ ავტომობილს დაზღვევა არ ქონდა და უფრო მეტიც, რეგისტრირებული საერთოდ არ იყო. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ავტომობილი წაიყვანეს და ჯართად გააფორმეს. მისი დაბალი ფასიც სწორედ ამან განსაზღვრა.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს რომ ახალ მფლობელს სპორტქართან ერთად რამდენიმე ჯარიმაც ერგება და მას დაახლოებით 1500–მდე დოლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც, „ფერარის“ ფასი მაინც ძალიან დაბალი გამოდის.

https://motor.ru/news/ferraricheap-18-06-2019.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები