LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში პოლიტიკა შემოვიდა: ევროპა თურქეთის, კატალონია ესპანეთის წინააღმდეგ – ამბები მოკლედ

103
Capture

უეფას ვიცე-პრეზიდენტი სტამბოლისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩამორთმევასთან დაკავშირებით: „ჯერ ნაადრევია ასეთი დონის სანქციების განხილვა“.

„ბარსელონამ“ მხარი დაუჭირა კატალონიელ პოლიტპატიმრებს, რომლებთაც 9-დან 13 წლამდე ციხე მიუსაჯეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორგანიზებისთვის.

სვენ გორან ერიქსენი მოყვა, როგორ დაარწმუნა რომან აბრამოვიჩი ეყიდა „ჩელსი“ და არა „ტოტენჰემი“.

პეტრ ჩეხი ჰოკეიში დებიუტზე: „ოცნება ასრულდა“.

სილვიო ბერლუსკონი: „მილანს ძველი დიდება რომ დაუბრუნო, დამიბრუნეთ კლუბი მე“.

ბალოტელის ხელფასი 4-ჯერ გაიზრდება, თუ 15 გოლს გაიტანა, ხოლო „ბრეშია“ სერია ა-ში დარჩება.

გარეთ ბეილმა 14 ქულა მოაგროვა „გოლი + პასის“ სისტემით (11+3) უელსის ნაკრების ბოლო 18 შეხვედრაში, როდესაც ძირითადში იყო.

პოლონეთის ნაკრები მეოთხედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები