კორონავირუსმა სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად მსოფლიო სპორტი და დიდი ფეხბურთიც გააჩერა. თუმცა საფეხბურთო ცხოვრებაც ასე თუ ისე ბრუნდება. არ იქნება მთავარი – გულშემატკივარი, აჟიოტაჟი, ემოცია, მაგრამ სულ არაფერს იქნებ ისევ ასე ჯობდეს. უნდა განახლდეს თუ არა თამაშები ან როგორ უნდა დაიცვან თუნდაც ფეხბურთელების ჯანმრთელობა ჯერ კიდევ რჩება კამათის საგნად და ალბათ ასეც გარძელდება კარგა ხანს.

 

უეფამ შეამსუბუქა ლიგებისადმი მოთხოვნა და მეტად აღარ ითხოვს სეზონის განახლების დეტალურ გეგმებს 25 მაისისთვის.

“ფეხბურთელებს არ სურთ საცდელი ბოცვრები იყვნენ”. PFA-ის თავკაცი სეზონის განახლების შესახებ.

პრემიერლიგა ფეხბურთელებს თხოვს არ დაეკონტაქტონ ერთმანეთს სახით და შეჯახების შემდეგ მიბრუნდნენ.

პრემიერლიგამ საპილოტო ტესტირება “ვულვერჰემპტონში” ჩაატარა. ტესტი მანქანაში 30 წამში აიღეს.

პრემიერლიგის ფეხბურთელთა ნაწილი კლუბებს აცნობებს, რომ 18 მაისს ვარჯიშებს არ დაუბრუნდებიან (Daily Mail).

ლონდონის მერი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში ჯერ ადრეა პრემიერლიგის მატჩების ჩატარება.

 

სერია ა 13 ივნისს დაბრუნდება. ჩემპიონატის გაგრძელებას მხარი კლუბების უმრავლესობამ დაუჭირა.

იტალიელი ვირუსოლოგი: “თუ თეატრებს გახსნიან, არ იქნება ნიზეზი რატომ არ უნდა შეუშვან მაყურებელი სტადიონზე”.

სერია ა-ს კლუბებს ვარჯიშის განახლების შემდეგ 15-დღიანი იზოლაციის რეკომენდაცია მისცეს.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო: “სერია ა-ს ისევ შეაჩერებენ, თუ ვინმე კორონავირუსით დაინფიცირდება ჯგუფური ვარჯიშების შემდეგ”.

შვედეთში ფეხბურთელებს არ დაავალდებულებენ მატჩამდე ტესტები ჩააბარონ. ისინი კითხვარს კლუბის ექიმებთან შეავსებენ.

პორტუგალიის ჩემპიონატი 4 ივნისს განახლდება, ჩეხეთის ლიგა – 23 მაისს.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05