LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანმა გოგონა ფეხბურთელს ფოტო თხოვა და მკერდზე ეძგერა (ფოტო)

92
2693413-55690570-2560-1440

„ტიგრესისა“ და „ჰიუსტონ ნეშის“ ქალთა გუნდები ამხანაგურ მატჩს თამაშობდნენ. შეხვედრის შემდეგ ძალიან ცუდი რამ მოხდა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ფეხბურთელ სოფია უერტას ფოტოს გადაღება თხოვა, რა დროსაც მკერდზე შემოხვია ხელი.

თამაშის შემდეგ ფეხბურთელი ტრიბუნასთან მივიდა ქომაგებთან სასაუბროდ, ერთმა ერთობლივი ფოტო თხოვა. გოგონა თავაზიანად დათანხმდა, მაგრამ ტიპმა ორიგინალურად გადაწყვიტა პოზირება. ფეხბურთელმა არ შეიმჩნია, მაგრამ გასახდელში თანაგუნდელებს უთხრა, რომ ეს ძალზე ამაზრზენი იყო.

ეპიზოდი პრესის წარმომადგენლის ერთ-ერთ ფოტოზე მოხვდა და ახლა ამ გულშემატკივარს პრობლემები აქვს – „ტიგრესმა“ სასამართლოს გზით ფანს მატჩებზე დასწრება აუკრძალა.

„ტიგრესმა“ 2:1 მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები