ევროპულ ავტომწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით,  2020 წლის აპრილში ახალი ავტომობილების რეალიზების მაჩვენებელი 76,3%–ით დაეცა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფ ქვეყნებში ახალი ავტომობილები ჯერ ისევ არ იყიდება. ყოველ თვე ახალ–ახალი ანტირეკორდი მყარდება და თუკი იანვარში ვარდნა 7,6%–ს შეადგენდა, მარტში მაჩვენებელი უკვე 55,1% იყო.

აპრილის შეჯამებამ კი ისტორიული მინიმუმი – 76,3% დააფიქსირა. მთელი თვის განმავლობაში დილერებმა მხოლოდ 270 682 ავტომობილი გაყიდეს, როცა ერთი წლის წინ ამავე პერიოდში 1 143 046 მანქანა გაიყიდა.

გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდა, თუმცა ყველაზე ცუდი შედეგი იტალიას, ბრიტანეთსა და ესპანეთს ქონდა. ამ ქვეყნებში ვარდნა მინუს 97% იყო. შემდეგი ადგილები ბელგიამ (–90,1%), საფრანგეთმა (–88,8%), ხორვატიამ (–87,5%) და პორტუგალიამ (–87%) დაიკავეს. ყველაზე კარგი მაჩვენებელი დანიას ქონდა, სადაც გაყიდვები მხოლდო 37%–ით შემცირდა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05