LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპა ლიგა“ –  ყველა ქართული გუნდის მეტოქე ცნობილია

50
117440438-708451139887809-3282817332384409706-n

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წარმომადგენლების მეტოქეთა ვინაობა უკვე ცნობილია. ბათუმის „დინამოს“ და თბილისის „ლოკომოტივს“, როგორც განუთესავ გუნდებს, საკმაოდ რთული მეტოქეები ერგოთ.

ბათუმის „დინამო“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის „აპოელს“, ხოლო  „საბურთალო“ კვიპროსულ „აპოლონს“ დაუპირისპირდება. ორივე ქართული გუნდი შეხვედრას გასვლაზე გამართავს.

საშინაო მატჩს ჩაატარებს „ლოკომოტივი“, რომლის მეტოქეც რუმინული „უნივერსიტატეა“ იქნება.

სამივე ქართული გუნდი ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს 27 აგვისტოს გამართავს. ყველა წყვილში გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები