LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრობასკეტი 2021 ერთი წლით გადაიტანეს

75
eurobasket-2021-teaser

ფიბა-მ ახალი კალენდრით ევრობასკეტი 2022 წელს გადაიტანა, რომელიც ფიბა-ევროპის ბორდმა უნდა დაამტკიცოს.

ფიბა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, რომლის სხდომაც ვიდეო-კონფერენციის საშუალებით გაიმართა, ფიბა-ს ახალი კალენდარი შეიმუშავა. კალენდარში ცვლილებები კორონავირუსის გამო შევიდა, რომელმაც გავლენა უკვე მოახდინა ოლიმპიურ თამაშებზე და სხვა მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე.

ფიბა-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალური პრეს-რელიზსი, სადაც კალენდრის ცვლილებებია წარმოდგენილი. ცვლილებები ოფიციალურ ძალას მაშინ შეიძენს, თუ მას მაისის თვეში დაგეგმილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭო დაამტკიცებს.

“FIBA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს ვიდეო კონფერენციის საშუალებით გამართა რიგგარეშე შეხვედრა, რომელიც ეხებოდა მიმდინარე COVID-19-ის პანდემიის გავლენას FIBA-ს კალენდარზე.

ცენტრალური საბჭოს გასულ სხდომაზე, 13 მარტს დადასტურდა FIBA-ს ყველა მიმდინარე საკლუბო შეჯიბრის შეჩერება, ასევე დელეგირებული იქნა უფლება FIBA-ს აღმასრუებელ კომიტეტზე, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების თარიღის ცვლილების შემდეგ, შეიტანონ ყოველგვარი საჭირო ცვლილება FIBA-ს კალენდარში, რომელიც თავდაპირველად დამტკიცებული იყო ცენტრალური საბჭოს მიერ 2015 წელს.

ფიბა მიესალმა გასულ კვირას ტოკიოს ოლიმპიადის თარიღების შეცვლას, რომელიც 2020 წლის 23 ივლისიდან 2021 წლის 8 აგვისტოს გადავიდა, და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) ამ რთულ სიტუაციაში თანამშრომლობისა და დროული გადაწყვეტილების მიღებისთვის.

შესაძლო სცენარების ფრთხილად გაანალიზების შემდეგ, რეგიონალური ოფისებისა და საშეჯიბრო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფიბას აღმასრულებელმა კომიტეტმა კალენდარში შემდეგი ცვლილებები შეიტანა:

FIBA-ს ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება 2021 წლის 22 ივნისსა და 4 ივლისს შორის პერიოდში (ზუსტი თარიღები IOC დამტკიცების მოლოდინშია).

FIBA EuroBasket 2021 და FIBA AmeriCup 2021-ის განახლებული თარიღებია 2022 წლის 1-18 სექტემბრის პერიოდი.

იმისათვის, რომ შეიზღუდოს მოთამაშეთა დატვირთვა და მაქსიმალიზირდეს შესაძლებლობები ამ კალენდარის ფარგლებში, ეროვნული ნაკრებები, რომლებიც მონაწილეობენ FIBA კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, ითამაშებენ ორ მატჩს, რომლებიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2022 წლის სექტემბრისთვის, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, FIBA EuroBasket– ის და FIBA AmeriCup-ის მოსამზადებელ ეტაპზე. კონტინენტური ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირებისა და FIBA -ს 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატების თარიღები უცვლელი რჩება”.

 

მოგეხსენებათ, ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა, რის გამოც თბილისში ახალი დარბაზი შენდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები