LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანურ ლაინერს იძულებით დაჯდომა მოუხდა, რადგან ერთ–ერთმა მგზავრმა პირბადის ტარებაზე უარი განაცხადა

51
aireuropenews

ესპანეთში, Air Europe–ის ავიალაინერი კანარის კუნძულებიდან მადრიდის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა ექსტრემალური დაჯდომა მალაგაში მოუხდა. საქმე ისაა, რომ ერთ–ერთმა მგზავრმა პირბადის გაკეთებაზე სასტიკი უარი განაცხადა და პილოტს სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვა.

თვითმფრინავი მადრიდში დილის 9 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა დებოშირი მგზავრის გამო გეგმები შეიცვალა. კანონდამრღვევი უკრაინის მოქალაქე აღმოჩნდა და ფრენის დროს ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ბორტგამცილებლების შენიშვნა მან არაფრად ჩააგდო, ნიღბის გაკეთებაზე სასტიკი უარი განაცხადა და სმა განაგრძო.

ამ საქციელმა ბორტის წევრებს პროტოკოლის დაცვა აიძულა, მათ უახლოეს აეროპორტს მიმართეს, სადაც მგზავრს პოლიცია დახვდა და კანონის დარღვევისთვის დააკავა.

როგორც ბორტზე მყოფი თვითმხილველები იხსენებენ, დებოშირის გაყვანამ ნამდვილი აპლოდისმენტები გამოიწვია. ამის შემდეგ კაპიტანმა მგზავრებს ბოდიში მოუხადა და თანამშრომლობისთვის მადლობა უთხრა.

აღსანიშნავია, რომ პირბადის ტარება ესპანეთში სავალდებულოა როგორც დახურულ შენობებში, ასევე გარეთაც. რეგულაცია შეეხება ყველა სატრანსპორტო საშუალებას, იქნება ეს ავტობუსი თუ თვითმფრინავი, პირბადის გარეშე მგზავრთა გადაყვანა სასტიკად აკრძალულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები