LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში კონცერტი გამართეს და მილიონი შეაგროვეს, უეფას სეზონის დამთავრება უნდა – ამბები მოკლედ

72
la-liga-concert-raises-more-than-a-million-euros-for-coronavirus-fight-1585739020-9292

უეფამ თხოვა ეროვნული ჩემპიონატები 3 აგვისტომდე ჩაამთავრონ.

The Independent: უეფა ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა უნდა დამთავრდეს, ფინალური მატჩები კი შესაძლოა მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.

ინგლისში სურთ, რომ სეზონის განახლების შემდეგ შეცვლების რაოდენობა გაზარდონ, რათა ტრავმები მინიმუმადე დავიდეს.

Mirror: “ლივერპულში” შეშფოთებულები არიან, რომ კლოპი მზადაა ლიოვი ჩაანაცვლოს გერმანიის ნაკრებში.

“ბორნმუთის” მწვრთნელი ჰაუ პირველი მწვრთნელია პრემიერლიგაში, რომელიც ხელფასის შემცირებას დათანხმდა.

ხამეს როდრიგესზე პრეტენზია აქვს “არსენალს”, “ევერტონს” და “ვულვერჰემპტონს”.

“ვესტ ჰემი” მზადაა ბრაიტუეიტი იყიდოს “ბარსელონასგან” 15 მლნ ფუნტად (Daily Mail).

 

2019 წელს სერია ა-ს კლუბებმა 187 მლნ ევრო გადაუხადეს აგენტებს. “იუვენტუსმა” ყველაზე მეტი დახარჯა – 44.3 მლნ.

ზლატანი მომავალზე: “ჯერ არ ვიცი. მინდა რაიმე ახალი ვისწავლო”.

51 ათასი ნიღაბი და 540 ათასი წყვილი ხელთათმანი იყიდეს “ბენფიკას” ფეხბურთელებმა საქველმოქმედო მიზნებისთვის.

“ბატეს” და ბელარუსის სხვა კლუბების ფანები ბოიკოტს გამოუცხადებენ მატჩებს კორონავირუსის გამო და ითხოვენ, რომ ჩემპიონატი შეჩერდეს.

 

“ბარსელონამ” შესაძლოა გროზმანი 100 მლნ ევროდ გაყიდოს ან ნეიმარის გარიგებაში ჩართოს.

“ვალენსიას” ყველა მოთამაშემ უარყოფითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე. ინფექცია 10 ფეხბურთელმა გადაიტანა.

ლა ლიგამ კლუბებისთვის მოამზადა ვარჯიშების განახლების გეგმა. 72 საათით ადრე ფეხბურთელებს ვირუსზე შეამოწმებენ.

ლა ლიგამ 1 მლნ ევრო შეაგროვა კორონავირუსთან ბრძოლისთვის. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სერხიო რამოსმა, პიკემ, კოკემ, ხოაკინმა, ასევე რაფა ნადალმა და ლუის ფონსიმ (Despacito-ის ავტორი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები