LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ცხოველების უფლებების დამრღვევებს ციხეში ჩასვამენ, თანაც 3 წლით

123
565

ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ცხოველთა უფლებებსა და კეთილდღეობას იცავს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

ძაღლების მფლობელებს ცხოველის 24 საათზე მეტით ხნით მარტო დატოვება აეკრძალებათ. სხვა ცხოველთა შემთხვევაში, მაგალითად ფისოების და სინდიოფალასთვის მაქსიმალურ ვადად – 72 საათი დადგინდა.

ზოომაღაზიები ვეღარ შეძლებენ ძაღლების, კატების და სინდიოფალას გაყიდვას. ამიერიდან მათ სივრცეში მხოლოდ ფრინველების, მღრღნელების და თევზების ყიდვა იქნება შესაძლებელი.

ცხოველთა არაკანონიერი გამრავლებაც აიკრძალება. თუკი მეპატრონეს თავისი ცხოველის სტერილიზაცია არ ენდომება, მოუწევს რომ ოფიციალურად დარეგისტრირდეს და გამრავლება კანონის ფარგლებში დაიწყოს.

ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ცხოველის მფლობელს საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ხოლო ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა 3 წლიანი ციხით დასრულდება.

ახალი კანონი არ ვრცელდება სამსახურებრივ ძაღლებზე. მათთვის უახლოეს მომავალში განსხვავებულ რეგლამენტს შეიმუშავებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები