LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი თავდაყირა დგება, ნეიმარის საქმე კარგად ვერ არის: ამბები მოკლედ

554
nejmar-iz-za-travmy-mozhet-propustit-vesnu_1548762597354404814

ნეიმარს ემუქრება 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გულშემატკივრის დარტყმისათვის. მბაპეს – 4-მატჩიანი გაძევებისთვის.

ნეიმარის ქონების ნაწილი ბრაზილიაში გაყინულია გადასახადებისთვის თავის არიდების გამო.

ფაბიო კანავარომ დატოვა ჩინეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი.

 

„ლაციო“ პირობითად დაისაჯა ფან-სექტორის დახურვით მისი ქომაგების მხრიდან რასიზმის გამოვლენის გამო.

„პორტომ“ „ჩელსის“ აჯობა და პირველად მოიგო უეფას ახალგაზრდული ლიგა.

ესპანეთის თასზე გაუქმდა ორმაგი მატჩები ნახევარფინალამდე.

ესპანეთში მომდევნო სეზონიდან დაამტკიცეს სუპერთასის გათამაშება „ოთხთა ფინალის“ ფორმატში. ახლა თამაში უწევთ „ბარსელონას“, „რეალს“, „ატლეტიკოს“ და „ვალენსიას“.

„ბაიერნი“, „ატლეტიკო“ და „ჩელსი“ „ნიცას“ მცველით ატალეთი არიან დაინტერესებულები.

„აიაქსმა“ შესაძლოა 2-წლიანი იჯარით აიყვანოს „რეალისგან“ ედეგორი.

„რეალმა“ მოლაპარაკებები გამართა ნდომბელეს აგენტებთან.

„მანჩესტერი“ მზადაა 120 მლნ ევრპ გადაიხადოს „ატლეტიკოს“ მეკარის იან ობლაკის გამო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები