დორტმუნდის „ბორუსიამ“ ლუსიენ ფავრთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა.

„მან სიტიმ“ გააქტიურა „ატლეტიკოდან“ როდრის შეძენის ოფცია და ახლა ფეხბურთელთან არკვევს კონტრაქტის დეტალებს.

„დერბიმ“ შესაძლოა მწვრთნელად ჯონ ტერი მიიწვიოს თუ ფრენკ ლამპარდი წავა.

„ნაპოლი“ ხამეს როდრიგესს კონტრაქტზე მოელაპარაკა და ახლა „რეალს“ ელაპარაკება.

ალესანდრო ნესტამ სერია ა-დან გავარდნილი „ფროზინონე“ ჩაიბარა.

„ატალანტას“ სურს „სევილიიდან“ მურიელი იყიდოს 15 მილიონ ევროდ.

მადრიდის „რეალმა“ 18 წლის როდრიგო წარადგინა, ის 45 მლნ ევროდ იყიდეს. მოთამაშემ კლუბის ემბლემას აკოცა.

 

The Independent: პსჟ პოგბასთვის ბრძოლაში „რეალს“ ჯობნის.

Daily Mail: „მანჩესტერმა“ პოგბას ახალი კონტრაქტი შეთავაზა კვირაში 500 ათასი ფუნტის ანაზღაურებით.

„ბარსელონა“ მზადაა ნეიმარი დაიბრუნოს, თუ ის საჯარო ბოდიშს მოიხდის.

„ლიონი“ 63 მლნ ფუნტს თხოვს „ტოტენჰემს“ ნდომბელეს სანაცვლოდ.

კოუტინიოს არ სურს „მანჩესტერში“ გადასვლა „ლივერპულის“ პატივისცემის ნიშნად.

გარეთ ბეილის აგენტმა სისულელე უწოდა უელსელის „ბაიერნში“ გადასვლის ხმებს.

„მანჩესტერმა“ 35+15 მლნ ფუნტი შეთავაზა უან-ბისაკას სანაცვლოდ, „კრისტალ პალასი“ უარზეა.

„ჩელსიმ“ უარი უთხრა ვილიანის 35 მლნ ფუნტად მიყიდვაზე „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები