LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, გოლს ვერ ვიტანდით”- შოთა არველაძე თავისი კარიერიდან ემოციურ მომენტს იხსენებს

599
BeFunky-collage

ფეხბურთელი შოთა არველაძე თავისი კარიერიდან ემოციურ მომენტს იხსენებს.

ის წლების წინ, სტამბოლში ჩატარებულ მატჩზე წერს და ყვება, როგორ უგულშემატკივრა ძმამ, აჩი არველაძემ.

გთავაზობთ მის პოსტს:

“ეს, ჩემი და აჩის ტრაბზონული კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია. რამდენიმე თურქულმა გვერდმა დადო ეს ფოტო და გამახსენდა ის ემოცია, რომელიც გოლის გატანის და თამაშის დასრულების შემდეგ, აჩისთან ერთად მქონდა. სტამბოლში, ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, გოლს ვერ ვიტანდით. აჩი ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა, თუმცა სათადარიგო სკამზე იყო. მეორე ტაიმში, შენოლ გიუნეშს უთხრა, მოწინააღმდეგის კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო. მწვრთნელმა ამის უფლება მისცა და აჩიც კარის უკან, იმ ფეხბურთელებთან ერთად წავიდა ვინც შეცვლაზე შესვლამდე ხურდებოდა. ერთ-ერთ მომენტში, ბურთი კარგად დავიჭირე და გოლი შევაგდე. მახსოვს ძალიან ემოციურად აღვნიშნეთ. თამაშის მერე ყველა გვეხვეოდა და გვილოცადა. ასე იცოდა, ჩემმა საყვარელმა ჯემალ ჩიმაკაძემაც (ჩარლიკამ). როცა მოედანზე ერთად ვიყავით, იტყოდა – წავალ კარის უკან დავდგები, სხივებს გამოვუშვებ და ორივე შეაგდებთო”, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, “ტრაბზონსფორი” ძმებისთვის პირველი უცხოური კლუბი იყო. ტყუპები თურქეთში თბილისის “დინამოდან” ერთად გადავიდნენ (1995 წ) და იქ დაუვიწყარი კარიერა შეიქმნეს. ქართველი ძმები პუბლიკას განსაკუთრებით უყვარდა. 1995-96 წლების სეზონში შოთა გახდა თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირი. არველაძე მეორე არათურქი ფეხბურთელი იყო, ვინც ეს წოდება მოიპოვა.
საინტერესოა, რომ ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 25 გოლი გაიტანა და თან ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა, პრინციპულად არ ურტყამდა პენალტებს.
1995 წელს გუდმა ქვეყნის თასი მოიგო.
2015 წელს შოთა “ტრაბზონში” დაბრუნდა, უკვე მწვრთნელის რანგში.

 

ტყუპებმა “ტრაბზონსფორში” არაერთი დაუვიწყარი მომენტი შექმნეს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები