LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა დაასახელეს ავტომობილის ფერები, რომელიც ფასს მუდმივად ინარჩუნებს

46
carsnewsauto

ამერიკულმა პორტალმა iSeeCars გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც ძარის ფერი ავტომობილის ღირებულებაზე დიდ გავლენას ახდენს და ხშირ შემთხვევაში ფასის კლების მიზეზიც ხდება.

კვლევაში ძირითადად 2017–2020 წლის აშშ–ს მეორადი ავტომობილების ბაზარი შეისწავლეს. მონაცემების შესწავლის შედეგად ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ძარის ფერი პირვანდელი ღირებულების შენარჩუნებაზე დიდ გავლენას ახდენს, მაშინაც კი როცა ავტომობილი მეორედ ან მესამედ იყიდება. ყველაზე გამძლე ფერი ყვითელი აღმოჩნდა და შედარებით სხვა ფერებთან ყვითელი ავტომობილების ფასი 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 20,4%–ით დავარდა. მეორე ადგილზე კრემისფერია და მისი მაჩვენებელი 22,8%–ია, მესამეა ნარინჯისფერი – 27,1 პროცენტით. რაც შეეხება ავტომობილის ყველაზე პოპულარულ ფეებს – შავს, თეთრს და ვერცხლისფერს, მათი მაჩვენებელი უფრო საშვალოა.

რაც შეეხება რეიტინგის მეორე ბოლოს, ყველაზე ადვილად გაიფებულთა შორის ოქროსფერი ლიდერობს და ოქროსფერი მანქანების ფასი 3 წლის განმავლობაში 45,6%–ით დაეცა. მეორე ადგილზეა ყავისფერი – 42,1%–ით, ლიდერთა სამეულს იისფერი – 41,2%–ით ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები