LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროსედანს Lucid Air-ს დაუმუხტავად 800 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია

55
lucidair

ელექტრონული სედანი Lucid Air ერთი დამუხტვით 832 კმ–ს გადის. ამ ციფრებს ადასტურებს დამოუკიდებელი კვლევითი კომპანია FEV North America, რომელმაც ავტომობილი საერთაშორისო სტადარტების გათვალისწინებით შეამოწმა.

ოთხკარიანი Lucid Air, ამერიკული სტარტაპის Lucid Motors–ის შვილობილია. მოდელის აგრეგატზე სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და მაღალი ეფექტურობის ელემენტი შექმნეს. ელემენტი სახელად „ეირა“ 900 ვოლტის დატვირთვის ქვეშ მუშაობს და სარბოლო ელექტროქარების აკუმულატორის მახასიათებლები აქვს. ელემენტს ავსებს მინიატურული ძრავები, რომელიც მწარმოებლის აზრით, „ახალ მსოფლიო სტანდარტს“ ქმნის.

ელემენტის მხოლოდ ერთ ბლოკზე მუშაობა მთელი 10 წელი გაგრძელდა და პროტოტიპებმა მისი საშუალებით 20 მილიონამდე მილი დაფარეს.

ელექტრო სედანის ყველაზე გამძლე მოდიფიკაცია ორ ელექტრო ძრავს მიიღებს და მისი ელემენტი 130 კილოვატ/საათიანი იქნება.

და ბოლოს, სედანი Lucid Air–ის მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 9 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. ბაზარზე გამოსვლის შემდეგ მოდელის ღირებულება 165 000 დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები