LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელ კლასიკო შეიძლება გადაიდოს, მანჩესტერი ხალხს იწუნებს – ამბები მოკლედ

61
1571223182-832963-1571223230-noticia-normal-recorte1

„ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი შესაძლოა 18 დეკემბრისთვის გადაიტანონ კატალონიაში მიმდინარე პროტესტების გამო.

ლეო მესი: „ბარსელონასათვის ლა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ყველგან მოვიგოთ“.

სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ლუის ენრიკეს მიუძღვნა.

The Athletic: „მანჩესტერმა უარი თქვა ნეიმარის ტრანსფერზე მამიმისის სიძუნწისა და ცხოვრების წესის გამო“.

„მანჩესტერი“ აღარ წაიყვანს ჯერომ ბოატენგს ტრავმებისა და 70-ე წუთისთვის ფეხბურთელის დაღლილობის გამო.

ხრისტო სტოიჩკოვმა შეთავაზა 5 წლით აუკრძალონ ბულგარულ კლუბებს ევროთასებზე თამაში რასისტული სკანდალის გამო.

იურგენ კლინსმანმა ეკვადორის ნაკრები ჩაიბარა.

„მილანს“ რეკორდული წაგება აქვს – 155.9 მლნ ევრო 2018/19 წლებში.

ზლატანის მაისური ყველაზე გაყიდვადია MLS-ში 2019 წელს, უეინ რუნი ხუთეულშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები