LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკოლოგებმა ყველაზე „ბინძური“ ავტომობილები დაასახელეს

116
d75246d68a0673eb829af15e749f3a5a3330a017

ეკოლოგურმა ორგანიზაცია Greenpeace-მა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც დეტალურად აღწერა თუ რა გავლენას ახდენენ ავტოგიგანტები გლობალური დათბობის პროცესზე. 2018 წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთი Volkswagen გარემოს ისე აბინძურებს, როგორც მთელი ავსტრალიის წარმოება ერთად აღებული. მთლიანობაში პლანეტის დაბინძურებაში ავტომობილების როლი კი მხოლოდ 9%-ს შეადგენს.

სპეციალისტებმა 12 ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი შეისწავლეს და დაადგინეს თუ რა გავლენას ახდენს თითოეული მათგანი ეკოლოგიასა და გარემოს დაბინძურებაზე. ჰიბრიდულ სისტემაზე გადასვლას ეკოლოგები ძალიან ჭკვიანურ ნაბიჯად თვლიან და საწვავზე მომუშავე ავტომობილებს არსებობის ვადად 2028 წელს უწესებენ. მათი აზრით, ეს ცვლილება არამხოლოდ გარემოს დაბინძურების საკითხს, არამედ საცობების პრობლემასაც მოაგვარებს.

Greenpeace-ში თვლიან, რომ დიდმა ბრენდებმა მსუბუქი, კომპაქტური და ენერგოეფექტური სატრანსპორტო საშუალებების შექმნაზე უნდა იზრუნონ და მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული.

ანტირეიტინგის ლიდერი – Volkswagen გახდა. შემდეგ პოზიციებს Renault-Nissan, Toyota, General motors, Hyundai-Kia, BMW, Daimler და Suzuki იკავებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები