LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტელი ნაკრებიდან გააგდეს – ის გოგოებს აწუხებდა და პენისის ფოტო გაუგზავნა

176
2402447-49947710-2560-1440

ეგვიპტის ნაკრების ნახევარმცველი ამრ ვარდა აფრიკის თასზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობიდან მოაშორეს. მიზეზი სექს სკანდალია.

დუბაიში მცხოვრებმა ეგვიპტელმა ინსტაგრამ-მოდელმა მერხან კელერმა ფეხბურთელთან მიმოწერა გამოაქვეყნა. სქრინშოთებიდან ჩანს, რომ ვარდამ გოგონას მიწერა, რომ ქაიროში ერთი-ორი დღით ჩაფრინდა და შეხვედრა სურდა. უარის შემდეგ ბიჭმა ქალი გამოლანძღა.

ხალხს ეჭვი შეეპარა, იქნებ ვარდა არ ყოფილა. მერხანმა ხმოვანი შეტყობინება გამოაქვეყნა, ასევე WhatsApp-ის პროფილის ნომერი და მასეთი რაღაცეები.

 

2017 წელს ბერძნულმა პაოკ-მა ამრ ვარდა ვარჯიშებიდან მოხსნა საკუთარი თანაგუნდელების ცოლების მიმართ სექსუალური ზეწოლის გამო. ამჟამად ვარდა იჯარით ათენის „ატრომიტოსში“ გამოდის.

აფრიკის თასი ეგვიპტეში ტარდება. პირველ მატჩში მასპინძლებმა ზიმბაბვეს 1:0 მოუგეს. ვარდა ძირითადში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები