LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ლამაზია, მაგრამ საშიში – იტალიის ნაკრების ფორვარდი დაუმარცხებელ ლამაზმანს ხვდება (ფოტოები)

610
2739593-56613870-2560-1440

„ევერტონისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდი მოიზე კინი ძალიან საშიშ გოგოს ხვდება – 21 წლის ტაილანდელი ლამაზმანი ორთაბრძოლებითაა დაკავებული და კარიერაში ჯერ ერთი სპარინგიც არ წაუგია.

ნიფ ბრასია აზიაში დაიბადა, იტალიაში კი 11 წლის ასაკში გადაბარგდა. იქ ფეხბურთით და „იუვენტუსით“ დაავადდა.
„მე „იუვეს“ ფანი ვარ, როგორც მთელი ჩემი ოჯახი. ჩემი კუმირია დელ პიერო“ – ამბობს გოგონა.

ალბათ ამის გამოც გადაეკვეთა მოიზეს, ის ხომ ინგლისში წასვლამდე „იუვენტუსში“ თამაშობდა.

The Sun ამბობს, რომ წყვილმა მილანში, ღამის კლუბში გაიცნო ერთმანეთი და ურთიერთობაც აქვთ, მაგრამ არ ახმაურებენ. გოგონას გარეშე მოიზემ ხმა რომ ამოიღოს, ალბათ გვარიანად მოხვდება.
„მე უკვე 50-60 ბრძლა გავმართე და ერთიც არ წამიგია. არ მიყვარს წაგება“, – ყვება ტაილანდელი მებრძოლი.

არადა, ასეთი გოგოს დამალვაც არ არის მარტივი საქმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები