კომპანია Renault თავისი ცნობილი ყველგანმავალის გადაკეთებაზე დაფიქრდა. ფრანგული კონცერნი იძულებულია, რომ Duster ჰიბრიდად გადააკეთოს, რათა 2020 წლისთვის ეკოლოგიური ნორმები არ დაარღვიოს.

ახალი ეკოლოგიური სტანდარტები მავნე გამონაბოლქვის ოდენობას მინიმუმამდე ამცირებს. Renault Group–ისთვის კი ყველაზე პრობლემური მოდელი ამ მხრივ Dacia–ა. როგორც ინსაიდერებმა დათვალეს, თუკი ბრენდი სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, 2020 წლისთვის ჯარიმის სახით – 450 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ეს კი კონცერნის მთელი შემოსავლის 17%–ს წარმოადგენს.

ანალიტიკოსებმა Dacia–ს ელექტროფიკაციის ღირებულებაც დათვალეს და ფასი 671 მილიონ ევროს აღწევს. მწარმოებელიც ამ თანხის ნაწილს ბუნებრივია, მომხმარებლისგან ამოიღებს ანუ კროსოვერის ღირებულება გაიზრდება და საშუალო სეგმენტი მის შეძენას მარტივად ვეღარ შეძლებს.

 

 

ტეგები: Renault Duster

მსგავსი თემები