LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge თავისი Charger Daytona-ს 50 წლის იუბილეს განსაკუთრებული ავტომობილით აღნიშნავს

93
48d3dd6025e37b1230229665be3d50782b94e67a

ამერიკელი მწარმოებელი Dodge ლეგენდარული Charger-ის 50 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. სიახლის ტირაჟი 501 ეგზემპლარი იქნება, ანუ ზუსტად იმდენი რამდენი ორიგინალური „დაიტონიც“ 1969 წელს გამოვიდა.

საიუბილეო სპეც-ვერსიის სრული სახელი – Dodge Charger SRT Hellcat Widebody Daytona 50th Anniversary Edition იქნება. ავტომობილმა ექსკლუზიური ცისფერი შეფერილობის ძარა და სპეციალური დეკორი მიიღო.

ცისფერ ფერში შესრულდა ავტომობილის სალონიც და სავარძლებზე ლოგოტიპებიც გააკეთეს.

სიახლეს არამხოლოდ ვიზუალი არამედ ტექნიკური მახასიათებლებიც განსაკუთრებული ექნება და სტანდარტული „რვიანი“ ისე განაახლეს რომ მისი სიმძლავრე მაქსიმალურად გაზრდილიყო. სპეც-ვერსიის ძრავს 727 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

რაც შეეხება მოდელის ღირებულებას, მწარმოებელმა ფასის დაკონკრეტებისგან ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები