LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟოზემ კარანტინი დაარღვია, ესპანეთის ჩემპიონატი კურორტზე მიდის? – ამბები მოკლედ

80
rue4ba7e5dc9c

“რეალის” ფეხბურთელები და მწვრთნელები დათანხმდნენ ხელფასის 10-20%-ით შემცირებას.

“რეალი” ხელფასების შემცირებით 28-დან 56 მლნ ევრომდე ეკონომიას გააკეთებს.

“უდინეზეს” დირექტორი: “ინგლისის პრემიერლიგაში აპირებენ სეზონის დასრულების განცხადება გააკეთონ”.

პრემიერლიგა დაკარგავს 762 მლნ ფუნტს ტელეტრანსლაციებიდან და 200 მლნ-ს კომერციული შემოსავლებიდან სეზონის ნაადრევად დასრულების შემთხვევაში.

პრემიერლიგამ უარყო სეზონის ნაადრევად დამთავრების გამოცხადების შესახებ ინფორმაცია (The Independent).

“სიტის” მოლაპარაკებებმა ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებაზე წინ წაიწია.

პრემიერლიგის ფეხბურთელებმა შექმნეს ინგლისში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდი.

დორტმუნდელ ჰაკიმიზე პრეტენზია აქვთ “იუვენტუსს”, პსჟ-ს, “ბაიერნს” და კიდევ სამ ტოპ-კლუბს.

“იუვენტუსი” დიბალასთან კონტრაქტს გააგრძელებს და წელიწადში დაახლოებით 12 მლნ ევროს გადაუხდის (Сalciomercato.com).

ლა ლიგის სეზონის ჩამთავრება კანარის კუნძულებზე შეთავაზეს.

იტალიაში ამზადებენ სამედიცინო რეკომენდაციებს სერია ა-ს შესაძლო განახლებასთან დაკავშირებით.

 

ჟოზე მოურინიომ კარანტინი დაარღვია და ბოდიშის მოხდაც მოუწია. პორტუგალიელმა მწვრთნელმა მცირე ვარჯიში ჩაატარა სამ კაცთან ერთად. მთავარიტანგი ნდომბელე, ხოლო კადრში დავინსონ სანჩესის და რაიან სესენიონის მოხვედრა ალბათ დამთხვევაა. ისინი უბრალოდ იქვე ცხოვრობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები