ფეხბურთელი, ბუენოს აირესი, 59 წლის

 

ჩემი სახელი – არც ისე მძიმე ტვირთია, როგორც ბევრს გონია.

დედას გონია, რომ მე საუკეთესო ვარ. მე კი არასოდეს ვეკამათები დედას.

ნარკოტიკებს პირველად რომ გასინჯავ, მალევე ხვდები: ეს ის არის, რასაც ყოველდღიურად უნდა ებრძოლო. ის ეიფორიას იწვევს – თითქოს ჩემპიონატი მოიგე. და ფიქრობ: რა მნიშვნელობა აქვს, რა იქნება ხვალ, დღეს ხომ ჩემპიონი ხარ.

ნარკოტიკებმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამომატოვებინა: შვილების გაზრდა. ამას არასოდეს ვაპატიებ თავს.

ჩემი კანონიერი შვილები არიან დალმა და ჯანინა. დანარჩენი ჩემი ფულისა და შეცდომების პროდუქტია.

ჩემი ქალიშვილებისთვის კუმირი ვარ და ეს სავსებით საკმარისია.

თუ ჩემი შვილების საქმროები მათ თუნდაც ერთხელ აიძულებენ იტირონ, თითოეულ მათგანს უბედურება შეემთხვევა.

როდესაც საქმე ოჯახის ღირსების დაცვაზე მიდგება, ძალიან ცუდი კაცი ვხვდები – ისეთივე, როგორიც ბინ ლადენია.

როდის მიხვდება ბოლოს და ბოლოს ხალხი, რომ მარადონა – ეს სიხარულის მომნიჭებელი მანქანა არ არის.

არასოდეს მიღალატია ცოლისთვის. ეს რომც მომხდარიყო, მაინც არასოდეს არ ვაღიარებდი.

 

კარგია, რომ არიან ჰომოსექსუალები. ისინი ჩვენ მეტ ლამაზ ქალს გვიტოვებენ.

უხეში ხუმრობა – ისაა, რითაც ვიკვებები.

არ აქვს აზრი იკამათო, რომელი ჯობია, მე თუ პელე. ნებისმიერი გეტყვით, რომ მე.

ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ვმკურნალობდი, ერთს თავი ნაპოლეონი ეგონა, მეორეს სან მარტინი (არგენტინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერი). მე კი არავინ მიჯერებდა, რომ მარადონა ვარ.

ფეხბურთი – ეს სიამოვნება და სიხარულია და ფეხბურთელებმა სტრესი არ უნდა განიცადონ. სტრესი მათთვისაა, ვინც მთელ ცხოვრებას სამუშაო მაგიდასთან ატარებს.

ღმერთმა კარგი თამაშით დამაჯილდოვა. აი რატომ გამოვხატავ ზეციურ ნიშანს. მგონია, რომ მას ვუმტყუნებ, ასე თუ არ მოვიქცევი.

ღმერთი მარტო მათ ეხმარება, ვინც საკუთარ თავს ეხმარება.

ოდესღაც ჩემ სახლში ფიორიტოში იმდენი ჭუჭრუტანა იყო, რომ შიგნით უფრო მაგრად წვიმდა, ვიდრე გარეთ.

ძალიან ხშირად ვგრძნობ თავს ისე, როგორც ჯეკ ნიკოლსონი ფილმში “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.

ხალხს ვერც კი წარმოუდგენია, რომ ასობით ისეთივე ბიჭი, როგორიც ბექჰემია, მთელ მსოფლიოში ქუჩის მტვრიან მოედნებზე თამაშობენ.

მე არგენტინელი ვარ. მინდა ჩემ ქვეყანაში მოვკვდე.

ყველა, ვინც მაკრიტიკებს, ადრე თუ გვიან მოუწევთ საკუთარი სიტყვები უკან წაიღონ.

მე მაქვს უპირატესობა პოლიტიკოსებთან: ისინი – საჯარო ხალხია, მე – პოპულარული ადამიანი.

ყველა, ვინც ქურდი გაქურდა, პატიებას იმსახურებს.

არ შეგეშინდეთ დასვაროთ ბურთი.

 

მსგავსი თემები