LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ფეხბურთი ბრუნდება: ლა ლიგა და პრემიერლიგა 12 ივნისს განახლდება

93
1279790-1

ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატები 12 ივნისს გეგმავენ გათამაშების განახლებას.

 

The Telegraph სამთავრობო წყაროებს ეყრდნობა და იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს ივნისიდან თანდათან დაუშვას დიდი სპორტი. კერძოდ, სავარაუდოდ პრემიერლიგა 12 ივნისიდან განახლდება, ოღონდ დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა და თან ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის კლებაც უნდა დაფიქსირდეს.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ასევე აღნიშნა ესპანური ფეხბურთის ქამბექის თარიღი. მისი თქმით, ორი უმაღლესი დივიზიონი სინქრონულად განახლდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე გადაწყვეტილია გერმანიის ჩემპიონატის განახლება. ბუნდესლიგა რესტარტს ამ კვირაში, 16 მაისს აიღებს და ის არც მეტი არც ნაკლები რურის დერბით გაიხსნება: დორტმუნდის “ბორუსია” “შალკეს” უმაპინძლებს.
მატჩენი მაყურებლის გარეშე და უსაფრთხოების სხვა ზომების მკაცრი დაცვით ჩატარდება.

 

ასევე გაგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ნიდერლანდების ჩემპიონატები ნაადრევად დაასრულეს. საფრანგეთში ლიდერი პსჟ ჩემპიონად გამოაცხადეს, ხოლო კილიან მბაპე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები