LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1135
cagareli

თავგადასავლების და აქტიურად მოქმედების დღეა, თუმცა არ ღირს საეჭვო ადამიანების ნდობა. უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ ჯიუტი და ჯინიანი ნაცნობებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, საკუთარი სიტყვები და გამონათქვამები. მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და მოდური აქსესუარების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, მოერიდეთ სხივურ თერაპიასა და რენტგენის გაკეთებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები