მოერიდეთ აქტიურობას და ინდივიდუალურობის გამოვლენას, არ ღირს ბრძოლა ლიდერის პოზიციის მოსაპოვებლად და სხვათა ხელმძღვანელობა. სიფრთხილე გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ და შეიკავეთ თავი უცნობებთან ურთიერთობისგან, რადგან მაღალია ენერგოდაბინძურების საფრთხე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, კულტურული ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და თვალებს. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თევზით, ხორცით და თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი, ფირუზი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ლომისა და სასწორისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო და კირჩხიბი, თხის რქა და თევზები.

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები