LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

548
მიხეილ ცაგარელი

ინტელექტის და გონების მმართველი პლანეტის – მერკურის 11 ივლისამდე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, გონებამახვილობას, კომუნიკაბელურობას და ახალი იდეების გენერირებას, დახვეწილი იუმორის გამოვლენის და უცხო ენების მარტივად ათვისების უნარს, მეორეს მხრივ კი, სულსწრაფობას, მერყეობას და ზედაპირულობას, ტყუილების, ფანტაზიებისადმი მიდრეკილებას და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილს გააძლიერებს.

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

მოერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენ შეგიქმნით უსიამოვნებებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად. ნაკლებად გაამართლებს ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ მხედველობას და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე აქვამარინი, საფირონი, ციტრინი, ძოწი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები