LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

539
მიხეილ ცაგარელი

მოიმატებს მღელავერება და ფსიქოლოგიური დაძაბულობა.

მოერიდეთ კონფლიქტებს და ზედმეტ საუბარს, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენ შეგიქმნით პრობლემებს.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მგზავრობისას, რადგან მაღალია მოულოდნელი პრობლემების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული მოულოდნელად შეიცვალოს ყველაფერი, თუმცა ცვლილებები ყოველთვის პოზიტიური არ იქნება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ინტერიერის შესაცვლელად და ბინის კეთილმოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და მხედველობას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები