მოერიდეთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან კამათს და მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას. არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო სასყვარულო ინტრიგებში გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენ მოგაყენებთ ზარალს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ოფიციალური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ასკილის ნაყენით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარჯანი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – კარგი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, სირთულეების დაძლევა მოუწევთ ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

მსგავსი თემები