LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

660
mikheil-cagareli-new

მოერიდეთ ხალხმრავლობას, არ ღირს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა და ემოციების გამოხატვა, არ აჰყვეთ ინტრიგებს და პროვიკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პარტნიორული ურთიერთობა – ნუ ეცდებით პარტნიორის სურვილების დათრგუნვას, არაა საჭირო ზედმეტი ლაპარაკი და პრეტენზიის გამოთქმა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის, უძრავი ქონებით, ლითონებით და მინერალებით ვაჭრობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საცხოვრებლის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის კუნთებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ციტრინი, ცირკონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები