LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

421
mixeil-cagareli-4

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე დახვეწილი და ელეგანტური სასწორის, მთვარე კი, ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ სხვათა კრიტიკას და ურთიერთობის გარჩევას, არ ღირს სიცრუის თქმა და იმ დაპირების გაცემა, რომელსაც ვერ შეასრულებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე -სასიკეთო დღეა მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. არ ღირს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, ფინანსური გარიგებების გაფორმება და ახალი ნაცნობობის გაბმა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და მავნე ჩვევების დასაძლევად, აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს. დროებით შეიკავეთ თავი ალერგიული პროდუქტის მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი,  ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები