LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

641
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე მიმართულებადაკარგული მთვარის ენერგიებითაა დატვირთული, ამ გავლენებმა შესაძლოა ყურადღება მოადუნოს და ავარიებისა ტრავმების რიცხვი გაზარდოს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა შესაძლებლობების გამოსავლენად, მასაჟისთვის, ქორწინებისთვის, შემოქმედებითი სამუშაოს შესასრულებლად, საყიდლებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად, მოგზაურობისთვის, მცენარეების გადარგვისთვის. ნეგატიური დღეა კბილების სამკურნალოდ.

ჯანმრთელობა – სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა.

დღის ფერები და მინერალები – აქატი, მალაქიტი, ამეთვისტო, ყვითელი იასპი.

ფერები: ყავისფერი, ლიმონისფერი, ყვითელი და ლურჯი. აღნიშნული ფერები გაზრდის თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნეგატიურია ლომთათვის და სასწორთათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები