LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

571
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, აკონტროლეთ არტერიული წნევა და გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. ნუ დაუპირისპირდებით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა იოგას ვარჯიშებისათვის, დაცვითი სისტემების დასამონტაჟებლად, დაკარგული ნივთების მოსაძებნად. პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ ეჭვიანობას. ნეგატიური დღეა სესხის ასაღებად,

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი და ჭიპის ზონა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოფაზი, ზურმუხტი, მარგალიტი და ქრიზოპრაზი,  ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულებისათვის და თევზებისათვის, დაძაბულია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულებისათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები