LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

622
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე ზედმეტ ყურადღებას მოითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ. ამ დროს ყურადღება მოდუნებულია, რაც, შესაძლოა,  ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – პოზიტიური დღეა ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, მოგზაურობისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მოერიდეთ წყლის ტრანსპორტით გადაადგილებას, ალკოჰოლის მიღებას, ტკბილეულს, რძის ნაწარმს. ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, საფინასო ოპერაციების ჩასატარებლად და კაპიტალდაბანდებისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა, ცხვირი, ყელი, ენდოკრინოლიგიური სისტემა.

დღის ფერები და მინერალები – ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, აქატი და მალაქიტი. ფერები: წითელი, ყვითელი,ნარინჯისფერი, ყავისფერი, მწვანე და ლურჯი, ეს ფერები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კირჩხიბისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, დაძაბულია ვერძთათვის და მერწყულთათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები