LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

643
cagareli

გააქტიურდით, რადგან სწორედ დღეს შეგიძლიათ წარმატების მიღეწვა საყვარელ საქმეში, თუმცა არ ღირს სარისკო და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას, მათ შორის ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ონიქსი, გიშერი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები