LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ნოემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

558
mikheil-cagareli

ახალმთვარეობა (ანუ მზის და მთვარის ენერგიების შერწყმა) მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს ყველასგან, რადგან მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებისა და შეცდომების ალბათობა. მოერიდეთ სამომავლო გეგმების დასახვას, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები. გაუფრთხილდით ძვირფასს ნივთებს, აკონტროლეთ მოჭარბებული აგრესია და სიჯიუტე, არ ღირს ზედმეტი პირდაპირობა და ძველი წყენისთვის სამაგიეროს გადახდა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარი სურვილების გასარკვევად. ნაკლებად გაამართლებს ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ ღირს ოპერაციის გაკეთება.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ამეთვისტო, იასპი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები