LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

384
მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთავრის ენერგიების ვერძის ზოდიაქოს ნიშანში შერწყმა გააძლიერებს აგრესიისა და დეპრესიისკენ მიდრეკილებას,  მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების, ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ უკმეხ გამონათქვამებს და უმიზეზოდ კამათს. არ ღირს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან საქმის გარჩევა და მათი გრძნობებით, სურვილებით მანიპულირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი საქმის დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თავს და თავლებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შინდისფერი, იისფერი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე გიშერი, ამეთვისტო, აქატი, იაგუნდი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები