LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1192
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბის, მთვარე კი, ძლიერი ინტუიციის მქონე, მებრძოლი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად, სამომავლო გეგმების დასასახად  და საჯარო გამოსვლების მოსაწყობად, ავტომობილის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდება მოგზაურობა და ახალი საქმის დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ჰერკულესით და ყავისფერი ბრინჯით, ცხიმიანი თევზით და რძის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, მწვანე და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი და ქრიზოპრაზი, იასპი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმოსური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღე ელით კუროს და კირჩხიბს, სირთულეებისთვის უნდა ემზადონ მშვილდოსანი და მერწყული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები