LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1457
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 17:32  საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, ნუ დაეყრდნობით გადაუმოწმებელ, საეჭვო ინფორმაციას, მოერიდეთ კონტაქტს ნაკლებად სასიამოვნო ადამიანებთან, არ ღირს კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ფირუზი, სერდოლიკი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქასა და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები