LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2241
mikheil-cagareli

სავსემთვარეობის და მთვარის დაბნელების მეტად მნიშვნელოვანი, მძიმე კოსმიური ენერგიების დღეა. საგრძნობლად გაიზრდება ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნების, შეცდომების დაშვების ალბათობა, არაა გამორიცხული გაუარესდეს კრიმინოგენული სიტუაცია, გაიმართოს სხადასხვა ტიპის მიტინგები და გამოსვლები. აკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობა და ემოციები, დაიცავით სიმშიდე, არ აჰყვეთ დეპრესიულ და აგრესიულ იმპულსებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობისა და ძველი ტრადიციების გასახსენებლად. არ ღირს ნიშნობის და ქორწინების დანიშვნა. მოერიდეთ ბინის შეცვლას, სარემონტო სამუშაოების დაწყებას და სესხის აღებას.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე აგატი, გიშერი, რაუხტოპაზი, ზურმუხტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მხოლოდ 20 დღის შემდეგ ასრულდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები