LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

599
mixeil-cagareli

დღეს ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, თეთრი მთვარე, „სელენა“, ანუ მფარველი ანგელოზი 15 დეკემბრამდე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა. აღნიშნული მოვლენა საზოგადოებაში ეზოთერულ ტენდენციებს განავითარებს, გამოააშკარავებს კრიმინალებსა და ნარკომოვაჭრეებს. კარგი პერიოდია გამრავლებისთვის. შემცირდება კორონავირუსის გავრცელების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ბუნებასთან კონტაქტისათვის, კულინარიული საქმიანობისთვის, ხელსაქმისათვის, ვაჭრობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნეგატიური დღა მშენებლობის დასაწყებად, ქორწინებისთვის, ბინის შესაცვლელად, სესხის ასაღებად, თმების შესაჭრელად და შესაღებად.

ჯანმრთელობა – სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლისბუშტი.

დღის ფერები და მინერალები  – მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, თეთრი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, აქატი, მალაქიტი, ოპალი, მარჯანი და გიშერი, ეს ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისათვის,   დაძაბულია დღე ვერძის, ტყუპების, ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები