LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

571
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა აგარაკის კეთილმოწყობისთვის, ავეჯის შესაძენად, რემონტისთვის, დაკონსერვებისათვის, კულინარიული საქმიანობისათვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალების შესაძენად. კარგი დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის. მოერიდეთ დღეს ყვირილს, აგრესიის გამოვლენას, სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა,  ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, მწვანე, ლიმონისფერი, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი, მწვანე იასპი,  ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის,  დღე დაძაბულია, ვერძისა და ტყუპებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები