LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეტროიტის ავტოსალონი გააუქმეს და მის ნაცვლად საავადმყოფო მოაწყეს

58
salon-of-detroit

ჩრდილოამერიკული საერთაშორისო ავტოსალონი, ტრადიციულად დეტროიტის საგამოფენო დარბაზში ივნისში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. ავტოშოუს სივრცეს მთლიანად გადააკეთებენ და მასში დროებით საავადმყოფოს მოაწყობენ. რაც შეეხება ავტოსალონს, ის სავარაუდოდ 2021 წლის ზაფხულამდე აღარ ჩატარდება.

დეტროიტის მოტო–შოუ 30 წელია ტარდება. როგორც წესი, გამოფენა იანვარში იმართება ხოლმე, თუმცა წელს გამონაკლისის სახით ორგანიზატორებმა ყველაფერი ზაფხულისთვის გადაიტანეს. მიზეზი ის იყო, რომ ამ პერიოდში სხვა დიდი საავტომობილო გამოფენები მოეწყო და მათთან კონკურენცია არ სურდათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ცოტა ხნის წინ საავტომობილო გამოფენები ჩინეთში, ჟენევასა და ნიუ–იორკშიც გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები