LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელებს უპილოტო ავტობუსი მოემსახურება

50
denmarkbusnews

კოპენჰაგენში უპილოტო ავტობუსის დატესტვა დაიწყო. უფრო ზუსტად კი ავტობუსი ყოველ დღე, დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე ივლის და მსურველებს სრულიად უფასოდ მოემსახურება.

უპილოტო საქალაქო ტრანსპორტი ევროპული პროექტის AVEnue–ს ნაწილია და პირველი ცდებისთვის დედაქალაქის რამდენიმე რაიონი შეირჩა.

უპილოტო ავტობუსი საქალაქო მოძრაობის ნაწილი გახდება და შეაგროვებს სხვადასხვა ინფორმაციას, რაც მის შემქმნელებს საშუალებას მისცემს რომ მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადონ. ცდები 2022 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ რელსებზე მოძრავი უპილოტო ტრანსპორტი უკვე ბევრ ევროპულ ქვეყანაში კურსირებს და ეს ძირითადა  – მეტრო ან მატარებელია. თუმცა, ქუჩებში სადაც საავტომობილო მოძრაობა შედარებით რთულია, უპილოტო ტრანსპორტი მხოლოდ სატესტო რეჟიმშია დაშვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები