LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამარქვით ტოტენჰემი: ნეიმარს ინტერვიუ მოპარეს, ჟოზე გერმანულს სწავლობს – ამბები მოკლედ (ფოტო)

119
2639620-54614870-2560-1440

შვედეთის 39 წლის მოქალაქე დევიდ ლინდს სახელის შეცვლა და ტოტენჰემის დარქმევა უნდოდა, მაგრამ უარი უთხრეს. „შესაძლოა მათ შორის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, „არსენალის“ გულშემატკივარი იყო“, – წაიხუმრა „ტოტენჰემის“ ფანმა.

The Guardian: „მანჩესტერს“ არ მიუღია წინადადებები პოგბას თაობაზე. პოლი რჩება.“

„რომა“ მზადაა გონსალო იგუაინს კაპიტნის როლი მისცეს. ფორვარდი კი სერია ა-დან წინადადებებზე უარს ამბობს.

ბრაზილიაში მოიპარეს ნეიმარის ინტერვიუს ჩანაწერი, სადაც ის თავის მომავალზე საუბრობს.

დე ლიხტი ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის „იუვენტუსში“.

ჰარი მაგუაირმა „ლესტერს“ გამოუცხადა, რომ წასვლა უნდა.

ზინედინ ზიდანის ბიჭი ენცო პორტუგალიურ „ავეშში“ გადავიდა.

მოურინიო „ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზე ფავორიტია. ჟოზე გერმანულსაც კი სწავლობს.

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონაში“ 21-ე ნომერი აიღო.

Sky Sports: „ბაიერნმა“ უარი თქვა სანეს ტრანსფერზე. ახალი მიზანი ჰადსონ-ოდოი და კარასკო არიან.

„იუვენტუსმა“ აარონ რემსი წარადგინა.

„ტორინომ“ უარი თქვა ბელოტის „ვესტ ჰემში“ 60 მლნ ევროდ გაყიდვაზე.

„ფლამენგომ“ 13 მლნ ევრო შეთავაზა „ატლეტიკოს“ დიეგო კოშტას სანაცვლოდ.

იკერ კასილიასი „პორტოს“ ხელმძღვანელობაში შევა ინფარქტის შემდეგ აღდგენის პერიოდში.

Marca: კეილორ ნავასი „რეალში“ რჩება, ლუნინს იჯარის ვარიანტს გამოუძებნიან.

 

ლეო მესის ცოლმა ანტონელა როკუცომ შვებულების ფოტო გამოდო. ოჯახობა ანტიგუა და ბარბუდას სანაპიროზე ნებივრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები