LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალიეთ შავი ყავა: რაშია ეფექტი

198
Capture

შავი ყავა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. CNN-ის ინფორმაციით, დღეში ერთი ან მეტი ფინჯანი ყავის მირთმევა გულის უკმარისობის რისკს ამცირებს.

ასეთ დასკვნამდე ამერიკის გულის ასოციაცია 3 მასშტაბური კვლევის შემდეგ მივიდა. ექსპერიმენტში 21 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და ერთ-ერთი კვლევა მთელი 72 წელიც კი გაგრძელდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოფეინის მოყვარულებს შორის გულის უკმარისობის რისკი 12%-ით უფრო ნაკლებია შედარებით იმ ადამიანებთან, ვინც ყავაზე საერთოდ უარს ამბობს. ხოლო, თუკი ადამიანი დღეში 2 ჭიქა ყავას მიირთმევს, ეს მაჩვენებელი 20%-ს სცილდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სარგებელი მხოლოდ შავ, დანამატების გარეშე მომზადებულ ყავას მოაქვს. რაც შეეხება უკოფეინო ყავას, მის შემთხვევაში ანალოგიური ეფექტი არ დადასტურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები