გარიგებული მატჩების საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი დაკავებული ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე აცხადებს, რომ მან შეცდომა დაუშვა.

ადვოკატების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და მისი მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა. 

“შეცდომა დავუშვი. დედა მყავს ცუდად. ასევე 22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ,” – მიმართა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 11 პირიდან პროკურატურა ოთხის მიმართ პატიმრობის შეფარდებას, 7 ბრალდებულის მიმართ კი 10-ათას ლარიან გირაოს საპატიმრო უზრუნველყოფით მოითხოვს.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები