LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Corvette ნიურბურგინგზე გამოსცადეს

92
f5aac1e4a36dc961024fab90eb2a9bf856e3928c

Chevrolet-ში უკვე იციან თუ რა დრო სჭირდება ახალ Corvette-ს იმისთვის, რომ ნიურბურგრინგის რთული ტრასა გაიაროს, თუმცა ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავენ.

Corvette-ის პროექტის მთავარმა ინჟინერმა დაადასტურა რომ მე-8 თაობის სუპერქარმა გამოცდა უკვე ჩააბარა. „კორვეტის“ საჭესთან „ლე-მანის“ ხუთგზის ჩემპიონი ბრიტანელი ავტომრბოლელი ოლივერ ჰევინი იჯდა და გავრცელებული ჭორებით, მან იმაზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეძლო, ვიდრე მისგან მოელოდნენ. თუმცა GM-ის ხელმძღვანელობამ ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ნიურბურგინგის ყველაზე სწრაფი Corvette ამ დრომდე ვერსია ZR1-ია და მან სრული წრის გაკეთება 7:04 წუთში შეძლო. მისი 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი 755 ცხენის ძალას ავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები