LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება შაკას სტილში: რონალდინიოს თავისუფალი სული მოედანზე და მის მიღმა

rue1b47d3ec95

როდესაც „ბარსელონამ“ პსჟ-ს 2003 წელს რონალდინიოში 30 მლნ ევრო გადაუხადა, ახალი ვარსკვლავის პირველი გამოსვლის სანახავად 25 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა. პრეზენტაციაზე რონიმ ბურთი თავზე მიიღო, ხელები განზე გაშალა და ფანებს შაკას ჟესტი აჩვენა. ეს გახლავთ, როდესაც ნეკა თითი გაშლილია, ხოლო საჩვენებელი, შუა და არათითი ხელის გულთანაა.

შაკა ბრაზილიელის საფირმო გახდა როგორც უსწორმასწორო კბილები და გრძელი თმები.


რას ნიშნავს შაკა?

ბევრი ვერსიაა როგორ გაჩნდა შაკა.

როდესაც მე-18 საუკუნის 70-იან წლებში ევროპელები ჰავაის კუნძულებზე ჩავიდნენ, მეგობრობის ნიშნად ადგილობრივებს დალევა შეთავაზეს. მათ ჩათვალეს, რომ ეს ნიშანი მისალმებას აღნიშნავდა და ერთმანეთთან ურთიერთობაში გამოყენება დაიწყეს.

მეორე ვერსიით, ჰავაელმა კალილიმ ქარხანაში მუშაობისას სამი თითი დაკარგა. ის მატარებლის ყარაული გახდა და ბავშვებს აგდებდა და დამახინჯებული ხელით ემუქრებოდა – ბავშვებმა მისი პაროდირება დაიწყეს და შაკა გამოუვიდათ.

არის კიდევ ერთი ლეგენდა სერფინგისტზე, რომელსაც ზვიგენმა რამდენიმე თითი მოაჭამა.

სხვადასხვა კულტურაში შაკას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ჰავაის კუნძულებზე ეს მისალმებისა და მადლიერების ნიშანია.

სერფინგის გამო შაკა კალიფორნიაში პოპულარული გახდა. დროთა განმავლობაში მისი გამოყენება მთელ ამერიკაში დაიწყეს, ძირითადად ექსტრემალმა სპორტსმენებმა.

ჩინურ კულტურაში შაკას ორი მნიშვნელობა აქვს, ამ ჟესტით აჩვენებენ ციფრ 6-ს, ასევე იყენებენ შექების და პატივისცემის ნიშნად.

შაკა იმდენად პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, რომ ემოძიშიც კი არის.

მარტო რონი არ იყენებდა ამ ჟესტს

რონალდინიო რომ კუმირია ამაზე ზედმეტი საუბარი არ ღირს. ნეიმარიც კი გატანილი გოლების შემდეგ მას ესალმება.


რონი დავიდ ლუისაც არ დავიწყებია. მცველს ცოტა გააქვს, მაგრამ როცა იტანს, შაკას აჩვენებს.

ეს მოჰამედ სალაჰის შაკაა. „ბარნლისთან“ წინა სეზონში გატანილი გოლის შემდეგ.

ჟურნალისტები და გულშემატკივრები დიდხანს ფიქრობდნენ, რომ ანტუან გრიზმანის საფირმო აღნიშვნაც რონალდინიოს ეძღვნებოდა. მაგრამ ევრო 2016-ის დროს ფრანგმა განმარტა, რომ დრეიკის სიმღერამ Ноtline Bling-მა შთააგონა.

რონალდინიომ საფირმო ჟესტი ერთ-ერთ უდიდეს მატჩში გამოიყენა. 2005 წლის 19 ნოემბერს ბრაზილიელმა „რეალს“ მადრიდში ორჯერ გაუტანა. იმ მატჩში ის იმდენად კარგი იყო, მადრიდელმა გულშემატკივრებმა მას ოვაციები მოუწყვეს.

ბრაზილიაში შაკა თავისუფლებისა და რელაქსის ნიშანია, რაც ზუსტად შეესაბამება რონალდინიოს ცხოვრების სტილს და რის გამოც გააგდო კიდეც გვარდიოლამ გუნდიდან. ის ჯერ კიდევ პსჟ-ში იყო ასეთი. პარიზში ყოველდღე არ ვარჯიშობდა, ძირითადად პარასკევს, შაბათის თამაშის წინ.

სადაც არ უნდა ეთამაშა ბრაზილიელს, ყველგან მასზე ლაპარაკობდნენ. ყველაზე ნიჭიერი მოედანზე, ძალიან ბევრს ერთობოდა მის მიღმა.

რას იზამ – ეს ცხოვრებაა შაკას სტილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები